среда, 21 сентября 2011 г.


1        . პროექტის სახელწოდება: „ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგია“
2        . პრობლემა:  უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში არ ხდება  ენერგიის დაზოგვა (ხშირად ანთია ნათურები, ჩართულია სხვადასხვა ელ.ხელსაწყოები, როდესაც ისინი საჭირო არ არის და ა.შ.
3        . პროექტის აქტუალობა: ეს აქტივობა ხელს უწყობს პრობლემის ანალიზის ,მიზნების ჩამოყალიბებისა და შესაბამისი ამოცანების დასახვის ,ამოცანების გადასაჭრელად საჭირო ქმედებებისა და რესურსების შერჩევის, ურთიერთთანამშრომლობის,სამუშაოს  დაგეგმვისა და დროში განაწილების,ცოდნის პრაქტიკული გამოყენების განვითარებას.
4        .პროექტის მიზნები: 1.ოჯახში მოხმარებული  ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.,  2.შემოქმედებითობისა და კვლევის უნარის განვითარება.,3.მოსწავლეთა პასუხისმგებლობისა და მოტივაციის ზრდა.
5.მონაწილეთა ასაკი:მე–9, მე–10 კლასები (15–16)წ.
6. ვადები \ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებითობას,განუვითარდებათ კვლევის უნარ ჩვევები.,ისწავლიან  მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით,შემცირდება ენერგიის ხარჯი,რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია და შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი, მოსწავლეები მიეჩვევიან ენერგიის დაზოგვას და სხვებსაც  ასწავლიან.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  საოჯახო ელექტრო მომხმარებელი მოწყობილობები–ელექტროქურა; ელ.ჩაიდანი; ელ.ნათურა; ტელევიზორი; მაცივარი; უთო; ელ.მრიცხველი; რვეული; საწერკალამი; თაბახის ფურცლები; სახაზავი და ფანქრები.
9.პროექტის მსვლელობა:
            1.პროექტის ამოცანები: ა) ოჯახში მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების დადგენა; ბ)ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
2.პროექტის საქმიანობები:
*მოსწავლეთა ჯგუფის დაკომპლექტება;
*ოჯახში გამოყენებული ელ.ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობების ჩამოთვლა;
*1კვტ.სთ ენერგიის ღირებულების დადგენა;
*თითოეული მოწყობილობის მუშაობის საათობრივი დატვირთვის დადგენა დღე–ღამის  განმავლობაში;
*თითოეული მოწყობილობის მოხმარებული ენერგიის გამოთვლა კვტ.სთ–ში ერთი თვის განმავლობაში;
*მონაცემების წარმოდგენა  ცხრილის  სახით;
*თითოეული მოწყობილობის მიერ დახარჯული ენერგიის ღირებულების გამოთვლა ლარებში და წარმოდგენა სვეტოვანი დიაგრამის სახით;
*ცხრილისა და დიაგრამის ანალიზის საფუძველზე ელ. ენერგიის დზოგვის გზების შემუშავება.
*მიუთითებთ, რა საშ–ით დაზოგავს ელ. ენერგიას თქვენი ოჯახი და რა ეკონომიას მისცემს ეს თქვენს ოჯახს;
*ყოველივე ამის შემდეგ  ჯგუფის ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
*მოსწავლე მსჯელობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის გამოყენების შესახებ და სახავს  მისი დაზოგვის გზებს;
*იყენებს მსჯელობა–დასაბუთების სხვადასხვა  ხერხს.

*წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით  და ახდენს მათ ინტერპრეტაციას.
*იყენებს ისტ–ის საშუალებებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების , მათი შემდგომი შეფასებისა  ანალიზისათვის.

11.პროექტის  ხელმძღვანელი: ნ.ხურციძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა :n.xurcidze@ gmail. Com.
13.პროექტის ვებ–გვერდი \ბლოგი: nxurcidze.blogspot.com